ცენტრის შესახებ

ბორჯომი ლიკანის სპა & გამაჯანსაღებელი ცენტრი სასტუმროს კიდევ ერთი სიმდიდრეა. ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ ისიამოვნოთ განსაკუთრებული სხვადასხვა თერაპიით, რომლებსაც ასრულებენ გამოცდილი და პროფესიონალი სპეციალისტები.

სხეულისა და სახის მოვლის თითოეული პროცედურა როგორც მომენტალურ, ასევე გრძელვადიან შედეგებს იძლევა. არაჩვეულებრივი მასაჟისა და მრავალფეროვანი სპაპროცედურების გარდა, ბორჯომი ლიკანის სპაცენტრი საკუთარ სტუმრებს დიდ საცურაო აუზს, ჯაკუზის, ფიტნეს დარბაზს, რუსულ და ფინურ საუნებს, ორთქლის ოთახსა და თურქულ აბანოს სთავაზობს.