აქტივობების შესახებ

ბორჯომი ლიკანი მუდმივად ცდილობს თავისი სტუმრებისათვის სასტუმროში დასვენება მაქსიმალურად სახალისო გახადოს. შიდა აქტივობები მოიცავს: მაგიდის ჩოგბურთს, ბილიარდს, კარაოკე საღამოებს, ცოცხალ მუსიკასა და სხვადასხვა თემატურ ღონისძიებას მთელი წლის განმავლობაში. თუმცა, ყველაზე საინტერესო შენობის გარეთ დაგხვდებათ.43 ჰექტარზე გაშლილი ბორჯომი ლიკანის ტერიტორია იდეალურია უამრავი აქტივობისათვის. სტუმრებს შეუძლიათ თავი გამოსცადონ მშვილდოსნობაში, სროლაში, ითამაშონ ხელბურთი, კალათბურთი ან ეწვიონ რომანოვების სასახლეს, რომელიც პარკის სიღრმეში მდებარეობს.

სუფთა ჰაერზე  ცხენზე ჯირითსა თუ ველოსიპედით სეირნობაში გატარებულ დღეზე უკეთესი კი არაფერი არ არის. ექსტრემალური სპორტის მოყვარულებს კი ვურჩევთ, სცადონ ჯომარდობის ტური, რა თქმა უნდა, პროფესიონალი ზედამხედველის დახმარებით. 10-კილომეტრიანი მდინარის გზა ზუსტად სასტუმროს შენობის წინ სრულდება.

სალაშქრო ტურები კიდევ ერთი შესაძლებლობაა ბორჯომი ლიკანში დროის საინტერესოდ გასატარებლად. პეტრეს ციხე, კლდოვანი მთის წვერზე, ლიკანიდან 2-3 კილომეტრის დაშორებით, მდებარეობს. საექსკურსიო ტური გიდის თანხლებით 2 საათის განმავლობაში გრძელდება და  შესაძლებლობას გაძლევთ, ისიამოვნოთ შესანიშნავი ხედებით და გადაიღოთ სამახსოვრო ფოტოები. ბორჯომი ლიკანი მუდმივად ცდილობს განავითაროს გარე აქტივობები და მომავალში არჩევანი კიდევ უფრო გაამდიდროს.

👉 დააჭირე ფასების სანახავად